დღეს დეფაქტო რეჟიმი ახალგორში მცხოვრები პენსიონერებისთვის, სავარაუდოდ, “გამშვებ პუნქტს“ გახსნის

510

წინა სტატია

შემდეგი სტატია

დღეს დეფაქტო რეჟიმი ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ პენსიონერებს, სავარაუდოდ, უფლებას მისცემს საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე პენსიის ასაღებად გადმოვიდნენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

როგორც წესი, ე.წ. გამშვები პუნტქი დილის 07:00 საათიდან იხსნება, თუმცა ჯერჯერობით ის არ გახსნილა. პენსიოენერებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა იმ შემთხვევაში შეუძლიათ თუ სპეციალური საშვები აქვთ. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რეგისტრირებულია 150 პენსიონერია, მათგან მხოლოდ ახალგორში 72 პენსიონერი ცხოვრობს. სპეციალური საშვი გუშინ საღამოს მონაცემებით 30-მდეპენსიონერს ჰქონდა აღებული, დანარჩენ პენსიოერებზე კი არსებული ინფორმაციით საშვები დღეს დაჩქარებული წესით გაიცემა და მხოლოდ ამის შემდეგ გაიხსნება ე.წ. გამშვები პუნქტი.

სამშაბათიდან კი ე.წ. გამშვები პუნქტი ისევ ჩაიკეტება და იმ პენსიოერებს ვინც ახლა ვერ შეძლებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას, ამის შესაძლებლობა მხოლოდ ორი თვის შემდეგ ექნება.

ახალგორის გამშვები პუნქტი 4 სექტემბრის შემდეგ არის ჩაკეტილი. ცხინვალის დეფაქტო მთავრობის თქმით, ის ჩაკეტილი იქნება იქამდე, სანამ ქართული მხარე სოფელ ჩორჩანადან საპოლიციო საგუშაგოს არ აიღებს. ამ პერიოდის განმავლობაში გამშვები პუნქტი მხოლოდ მძიმე ავადმყოფებისთვის რამდენჯერმე გაიხსნა.

ოკუპირებული ცხინვალის უშიშროების საბჭოს ორი დეკემბრის გადაწყვეტილებით, ახალგორის გამშვები პუნქტი პენსიონერებისთვის ხუთი დღით გაიხსნება.