გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში მიმდინარე წელს სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით 522 731 ლარის ღირებულების ტენდერი უკვე გამოცხადებულია. წინადადებების მიღება 30 იანვარს სრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების შიდა გამანაწილებელი ქსელი, ჭაბურღილი, საქლორატოროსა და სადაწნეო სარეგულაციო რეზერვუარი მოეწყობა.
ცნობისთვის, სოფელში ამ დროისთვის წყალმომარაგების სისტემა საერთოდ არ არსებობს და ათეული წელია, რაც ადგილობრივები წყალს რამდენიმე კილომეტრიდან ეზიდებიან.
სამუშაოების დასრულების შემდეგ 224 ოჯახს წყლის პრობლემა მოუგვარდება.