თბილისის მერია 179 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შეძენას გეგმავს. ამის შესახებ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, ვიქტორ წილოსანი წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. მისი თქმით, ავტობუსების შეძენა რეფორმის ფარგლებში, თბილისის 10 ძირითადი დერეფნისთვის იგეგმება.
“ეკონომიკის და ინკლუზიურობის ზრდასთან ერთად გაიზარდა მოქალაქეების გადაადგილების რაოდენობა, 29 ნოემბერს მეტრომ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ერთ დღეში მგზავრობების რაოდენობამ 512 301 მიაღწია.
რეფორმის ფარგლებში, თბილისის 10 ძირითადი დერეფნისთვის, დაგეგმილია 179 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსის შეძენა, რათა შევძლოთ ერთდროულად დიდი რაოდენობის მგზავრთ ნაკადის მომსახურება.
თუმცა ურბანულ განაშენიანებასთან ერთად შეიცვალა საგზაო ინფრასტრუქტურაც, ამიტომ სრულიად უფასოდ შემოვიყვანეთ 18 მეტრიანი ავტობუსი რომელიც მომდევნო კვირიდან დაიწყებს სატესტო რეჟიმში მოძრაობას, რათა შევძლოთ ინფრასტრუქტურული ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა,” – წერს წილოსანი.
სატრანსპორტო რეფორმის შემდეგი ეტაპი იწყება!!!ეკონომიკის და ინკლუზიურობის ზრდასთან ერთად გაიზარდა მოქალაქეების…
Posted by Viktor Tsilosani on პარასკევი, 17 იანვარი, 2020