ხონში ოკაცეს კანიონთან მისასვლელი გზისა და ხიდების მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს,- ამის შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ განაცხადა. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს.
ხონის მერის თქმით, სამუშაოების განხორციელების შედეგად სოფლები ერთმანეთს დაუკავშირდება და ტურისტული ნაკადი გაიზრდება.
“მნიშვნელოვანია ძეძილეთი-ნოღა-გორდის დამაკავშირებელი გზის მოწყობა. ამ გზის მშენებლობა საგზაო დეპარტამენტის მიერ ფინანსდება. ორი დიდი სახიდე გადასასვლელი კედება. დაახლოებით 90-100 მეტრიანი. 2020 წლის სექტემბრისათვის ეს პროექტი დასრულდება. როგორც გორდში განხორციელებულმა სამუშაობემა როგორი შედეგიც გამოიღო, ის შედეგი გვაქვს აქაც. მოსახლეობა ბრუნდება თავის ტერიტორიებზე და ირეგისტრირებს თავის საკარმიდამო ნაკვეთებს. ამ გზას ასევე აქვს ძალიან დიდი ტურისტული მნიშვნელბა. პრომეთეს მღვიმეში ტურსტების ნაკადების შესახებ ცნობილია და ჩვენ ნახევარ საათში პრომეთეს ტურისტული ნაკადის შემოყვანა შეგვეძლება ჩვენს ზედა ტურისტულ ზონაში, გორდსა და კინჩხაში.” – განაცხადა ლადო ჯურხაძემ.