რიონს გატანებული ბიუჯეტი – გოგი წულაია ქუთაისის მერიის საქმიანობას აკრიტიკებს

540

„ეს არის წყალს გატანებული ბიუჯეტი”, – განაცხადა პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაიამ, რომელმაც ქუთაისში, თეთრ ხიდზე პერფორმანსი გამართა და სიმბოლურად ყალბი კუპიურები წყალში გადაყარა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.

გოგი წულაიას განცხადებით, ქუთაისის თვითმმართველობამ 2020 წლის ბიუჯეტის ნაწილი, ისევე როგორც წინა წლებში, წყალში გადაყარა, ხოლო მეორე ნაწილი ჯიბეში ჩაიდო. გოგი წულაიას თქმით, ახალი ბიუჯეტი ქუთაისისათვის პერსპექტივის შემქმნელი არ არის.

„წინა წლის ბიუჯეტის მსგავსად, 2020 წლის ბიუჯეტის ერთი ნაწილის რიონისთვის გატანება, ხოლო მეორე ნაწილის ჯიბეში ჩადება ხდება. ამ ბიუჯეტში მეტი არაფერი წერია. პერსპექტივაზე, მომავალზე, ბიზნესის განვითარებასა და ქალაქის გადარჩენაზე ლარი არ არის გაწერილი. თანხები ისეთ მუხლებშია გაწერილი, რომელიც პირდაპირ რიონს გაატანეს და ქალაქის მომავალზე არ არის ორიენტირებული. ეს არის იმისთვის, რომ კიდევ ერთი წელი გადააგორონ,”-განაცხადა გოგი წულაიამ.

ქუთაისის მერიაში წულაიას განცხადებებს არასერიოზულად მიიჩნევენ და მასზე კომენტარს არ აკეთებენ.