2020 წელს თბილისის მერია სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით 327 593 121 ლარის დახარჯვას გეგმავს

802

დედაქალაქის საკრებულო თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს დასამტკიცებლად განიხილავს.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მთლიანი მოცულობა 1 მილიარდ 21 მლნ 400 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის თავდაპირველად დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 93 მლნ 769 ათასი ლარით არის გაზრდილი.

მომავალ წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 431 მლნ 90 370 ლარი, ხოლო სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით გათვალისწინებულია 317 მლნ 593 121 ლარი.

2020 წლის განმავლობაში ბიუჯეტის მოცულობა, გარდამავალი ნაშთის დამატების შემდეგ 1 მილიარდ 100 მლნ ლარს გადააჭარბებს, რაც ძირითადად გამოწვეულია შემოსავლების გადაჭარბებით.

ბიუჯეტს სესხებისა და გრანტების სახით დაემატება ჯამში დაახლოებით 320 მლნ ლარი.