წყალტუბოს მუნიციპალიტში მდებარე გეგუთის ისტორიულ სასახლეში განხორციელებული სამუშაოები უკმაყოფილების მიზეზი ხდება. საუბარია მინის კონსტრუქციაზე, რომელიც მრავალსაუკუნოვანი ქვევრების დაცვის მიზნით არის გაკეთებული, თუმცა კონსტრუქციის საყრდენი ბოძი უშუალოდ ქვევრში არის ჩამონტაჟებული. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
ფაქტის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავმჯდომარემ ლაშა ბერეკაშვილმა გაავრცელა. მისი განმარტებით, არასათანადოდ შესრულებული სამუშაოების გამო, ძეგლის დაზიანების საფრთხე გაიზარდა.
“ტურისტებთან ერთდ ვიყავი, როდესაც შევნიშნე, რომ ქვევრებზე განთავსებული მინის გადახურვის საყრდენი უშუალოდ ქვევრში არის ჩამონტაჟებული. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ამ ფორმით არ უნდა ვიცავდეთ, ვფიქრობ, სპეციალისტების ჩართვა კარგი იქნება, რომ მათი პასუხიც მოვისმინოთ საკითხთან დაკავშირებით, ” -განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა.
ფაქტს საზოგადოების ნაწილი უარყოფითი შეფასება მოყვა. მათ შენიშვნები კულტურული ძეგლების დაცვის სააგენტოს მისამართით აქვთ.
გეგუთის სასახლე ფეოდალური ხანის საქართველოს საერო არქიტექტურის ძეგლია. ის ნანგრევების სახით არის შენორჩენული. ადგილზე სამუშაოები გასულ წლებში განხორციელდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოები ძეგლის დაცვის მიზნით განხორციელდა. მათი თქმით, კონსტრუქციის ბოძი სხვა ადგილას ვერ დამაგრდებოდა, ამიტომ დამონტაჟდა ქვევრში.სამუშაოები 2017 წელსნგანხორციელდა