ვაზისუბანში თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი აშენდება

739

ვაზისუბანში 2020 წლისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდება. სამშენებლო ტერიტორია და პროექტი „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, ისნის მე- 8 ოლქის დეპუტატმა ირაკლი აბუსერიძემ, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა გვანცელაძესთან, ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან და საუბნო განყოფილების ხელმძღვანელ, ხვიჩა ჩალაბაშვილთან ერთად დაათვალიერა.

„მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, ვაზისუბნის მესამე მიკრო რაიონის მეორე კვარტალში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდება, სადაც მოეწყობა სათამაშო ეზო, გამწვანდება ტერიტორია და შენობა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

აღნიშნულ მიკრო რაიონში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა უზრუნველყოფს პატარებისთვის სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას,’’ – განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.