წლევანდელი საახალწლო სლოგანი “ისტორიებით სავსე თბილისი” იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი წერს.
“მეგობრებო, ვწერ მედიის საყურადღებოდ-შეცდომაში არ შეგიყვანონ ვაიპოლიტიკოსებმა. მიზანმიმართული ტყუილი და ცილისწამებაა, თითქოს ამ წუთებში თავისუფლებაზე მონტაჟდება საახალწლო განათება, წარწერით – “სიცოცხლით სავსე ქალაქი”. წლევანდელი საახალწლო სლოგანი არის “ისტორიებით სავსე თბილისი”, რომლის მონტაჟი დაიწყო რამდენიმე დღის წინ და უკვე დასრულებულია.
მესმის რთული და მძიმე ემოციებით სავსე დღეებია ყველასთვის, მაგრამ არსებობს მორალი, ზნეობა, პასუხისმგებლობა, ვალდებულება იგივე ჩვენი შვილების წინაშე, მათი მომავლის წინაშე და არ გვაქვს უფლება მავანთა პოლიტიკურ ინტერესებს თვალი დავუხუჭოთ” – წერს მანანა თოქმაჯიშვილი.