სვანეთში საპრეზიდენტო რეზიდენცია 7,5 მილიონ ლარად გაიყიდა

790

წინა სტატია

სვანეთში საპრეზიდენტო რეზიდენცია პროექტის ფარგლებში „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ საწყის ფასზე 308%-ით ძვირად 7,5 მილიონ ლარად გაიყიდა. ობიექტის საწყისი ფასი 1 840 000 ლარი იყო.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რეზიდენციის ახალი მფლობელია კომპანია „აი ღვინის სახლი“ გახდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 100%-ს ბიზნესმენი ბენედიქტე (ბენო) ქაშაკაშვილია.

სვანეთში  დაბა მესტიაში, ლენჰარის დასახლებაში საპრეზიდენტო რეზიდენცია 2011 წელს აშენდა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საპრივატიზებო ობიექტი მოიცავს, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს.

მყიდველმა სასტუმროს აშენება, ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 42 თვის ვადაში.

აუქციონი 29 ნოემბერს გამოცხადდა და 13 დეკემბერს დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ მესტიის საპრეზიდენტო რეზიდენცია უკვე რამდენიმე წელია უფუნქციოდ დგას. შენობა მთავრობის მიერ გამიცხადებულ 100 საინვესტიციო შეთავაზებაში მოხვდა.