სოფელ მარადიდის მცხოვრებლებმა მიწების ჩამორთმევა და ჰესის მშენებლობა აჭარის მთავრობასთან გააპროტესტეს

643

სოფელ მარადიდის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ისინი ჯერ ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან, შემდეგ კი აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან მივიდნენ. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ოჯახები მათ კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებისა და სხვა ქონების ექსპროპრიაციის წესით ჩამორთმევის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ დაახლოებით ორი კვირის წინ მიიღო.

ადგილობრივების ნაკვეთების ნაწილი, მარადიდში ჰესის გამო უნდა დაიტბოროს.  ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით მტავრობამ ექსპროპრიაციის გადაწყვეტილება მიიღო.

მარადიდში მცხოვრებლები ჰესის მშენებლობას და ფუნქციონირებას არ ეწინააღმდეგებიან, ისინი საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებში, საბაზრო ღირებულების შესაბამის ანაზღაურებას ითხოვენ. მოლაპარაკებები ინვესტორსა და ადგილობრივებს შორის წლებია გრძელდება, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

კომპანია “აჭარ ენერჯი 2007-ი” თურქულია და აქციაც თურქეთის საკონსულოსთან სიმბოლურად გაიმართა.