“ქართული ოცნება” საჯარო მოხელეებს და პედაგოგებს აქციაზე წასვლას აიძულებს”

824

“ქართული ოცნება” საჯარო მოხელეებს და პედაგოგებს 14 დეკემბრის აქციაზე წასვლას აიძულებს – ინფორმაციას პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია ავრცელებს. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.

გოგი წულაიამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლება მოქალაქეებს აშანტაჟებს და სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრება.

“ხელისუფლება ემზადება ახალი სისულელის ჩასატარებლად, რატომ ართულებს მდგომარეობას, არ ვიცი. ახალი წელი გამოიწვევს აქციების დონის დაკლებას და ახლა ნავთის დასხმა კონტრაქციით, სისულელეა. ამასთან, მიმდინარეობს დაძალებით წაყვანა აქციაზე. მიკავშირდებიან ადამიანები და მეუბნებიან, რომ აიძულებენ აქციაზე წასვლას. ესენი არიან ბაღის თანამშრომლები, პედაგოგები, საჯარო მოხელეები და ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების თანამშრომლები. მათ არ სურთ აქციებზე წასვლა, მაგრამ სამსახურიდან გათავისუფლებით აშინებენ”, – განაცხადა წულაიამ.

14 დეკემბერს თბილისში “ქართული ოცნების” ახალგაზრდლი ორგანიზაცია დიდი შეკრებას მართავს.