დეკემბერში კახეთის გზატკეცილის სხვადასხვა მონაკვეთში პერიოდულად გარეგანათება გაითიშება, – ამის შესახებ თბილისის მერიაში განაცხადეს.
მათივე ცნობით, გარეგანათების გათიშვის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
“კახეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მიმდინარეობს გარეგანათების ახალი ბოძებისა და სანათი მოწყობილობების მონტაჟი, გარეგანათების საკაბელო საჰაერო ქსელის მიწისქვეშ განთავსება – ქსელის მოწყობა და არსებული ძველი ქსელისა და ბოძების დემონტაჟია. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დეკემბერში, კახეთის გზატკეცილზე, გარეგანათება სხვადასხვა მონაკვეთში პერიოდულად გაითიშება”, – განმარტავენ მერიაში.
აღნიშნულ სამუშაოებს “თბილსერვის ჯგუფი” აწარმოებს.