გორში ყიფიანის ქუჩაზე სკვერის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა

524

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ყიფიანის ქუჩის მიმდებარედ, დასასვენებელი სკვერის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 275 ლარია.

სატენდერო პირობების მიხედვით გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღის ვადაში უნდა დაასრულოს.

პროექტის მიხედვით, სკვერის ტერიტორიაზე მოეწყობა ბორდიურები, განთავსდება განათებები, ასევე 4 სკამი და 2 ურნა დაიდგმება.