გორის მერიამ ქვახვრელის საბავშო ბაღის ეზოს მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა

732

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ქვახვრელის საბავშო ბაღის ეზოს მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

პროექტის მიხედვით, საბავშვო ბაღის ეზოში უნდა განთავსდეს აიწონა – დაიწონა, მბრუნავი კარუსელი, საქანელა და ატრაქციონი.

სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 14`875 ლარია.

გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღის ვადაში უნდა დაასრულოს.