თბილისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ეკლესია -მონასტრების ფინანსური დახმარებისთვის მილიონ 710 ათასი ლარია გათვალისწინებული. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, აღნიშნული თანხა გადანაწილებულია თბილისის 10 რაიონის მიხედვით და თითოეულ ეკლესიაზე საშუალოდ 10 ათას ლარიანი დახმარებაა განსაზღვრული. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
დაგეგმილია, რომ აღნიშნული თანხები დაიხარჯება დედაქალაქში კეთილმოწყობის პროგრამის ფარგლებში, უფრო კონკრეტულად თანხები შემდეგნაირად ნაწილდება:
გლდანის რაიონი – 150 000 ლარი – გათვალისწინებულია 15 ეკლესიის დაფინანსება
ნაძალადევის რაიონი – 100 000 ლარი – 10 ეკლესია
დიდუბის რაიონი – 100 000 ლარი -10 ეკლესია
ჩუღურეთის რაიონი – 150 000 ლარი -15 ეკლესია
ვაკის რაიონი – 260 000 ლარი – 26 ეკლესია
საბურთალოს რაიონი – 200 000 ლარი – 20 ეკლესია(ან მუსლიმური სამლოცველო)
ისნის რაიონი – 150 000 ლარი – 15 ეკლესია
სამგორის რაიონი – 240 000 ლარი – 24 ეკლესია
კრწანისის რაიონი – 100 000 ლარი – 10 ეკლესია
მთაწმინდის რაიონი – 260 000 ლარი – 26 ეკლესია