თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა, გალაკტიონ ბუაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კლაძემ განაცხადა, ის თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა. ამის შესახებ ცნობილი თბილისის მთავრობის სხდომაზე გახდა.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, გალაკტიონ ბუაძე კერძო სექტროში გადაინაცვლებს.
ბუაძე 2016- 2018 წლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იყო, 2018 წლის აპრილის შემდეგ კი მერიაში ინფრასტრუქტურის საქალქო სამსახურს ხელმძღვანელობდა.