2021 წლის პირველ იანვრამდე მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება სოციალურად დაუცველი ადამიანების ქულების რაოდენობაზე არ აისახება და შესაბამისად მათ შემწეობა მაინც შეუნარჩუნდებათ.
რეგისტრაცია შესაძლებელი ხდება დოკუმენტის ასლით, თუ დაცულია საჯარო რეესტრში, ეროვნულ ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს არქივში.საკარმიდამო მიწას დაისაკუთრებს საკომლო წიგნში აღრიცხული, ქონებრივი მდგომარეობაზე ინფორმაციის შეუვსებლად.
გახანგრძლივებული პროცედურები, ვრცელი საბუთების სია, ბიუროკრატია, – ეს ის მთავარი პრობლემებია, რომლებიც მოქალაქეებს მიწების რეგისტრირების პროცესში ყველაზე ხშირად ექმნებოდათ. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში მიწის ნაკვეთების 55% ისევ დასარეგისტრირებელია. გამარტივებული წესით ხელისუფლებას მიწების რეგისტრაციის ტემპების დაჩქარება სურს.
მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის დღეს მოქმედი გამარტივებული წესი მუდმივი ხდება.
იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობამ უკვე მოიწონა. ახლა ჯერი პარლამენტზეა. ცვლილებების პროექტების მიხედვით, კიდევ უფრო მარტივდება მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვება და დამტკიცება. მათ შორის, მცირდება მიწის რეგისტრირებისთვის მანამდე აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი. საჭიროების შემთხვევაში აზომვით სამუშაოებს სერთიფიცირებული პირები ჩაატარებენ.
2022 წლის 1-ელ იანვრამდე უფასოა: დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; სამკვიდრო მოწმობის გაცემა.
მართლზომიერად მიიჩნევა, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული 4.10.2004 – მდე თვითნებურად დაკავებული მიწები, ნაცვლად 1994 წლის შეზღუდვისა. სისტემური რეგისტრაციისას საკადასტრო სამუშაოებს მხოლოდ აკრედიტებული სუბიექტის სერტიფიცირებული პირები შეძლებენ.