კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყო

1015

ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილის N5-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოსახლეობის თხოვნით, კალათბურთისა და ფეხბურთის მრავალფუნქციური სპორტული მოედანი და სკვერი მოეწყო.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, გარეგანათების ლამპიონები დამონტაჟდა, რომლისთვისაც სპეციალურად ელ.ენერგიის კვების ბლოკი მოეწყო, რადგან ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება პრობლემა იყო.

სკვერში დაიდგა სკამები, სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის მოეწყო გასართობი სივრცეები, დამონტაჟდა ატრაქციონები, ბილიკებზე დაიგო დეკორატიული ფილები. გარდა ამისა, კალათბურთისა და ფეხბურთის სპორტული მოედანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა.

ამასთან, მოსახლეობის კომფორტული გადაადგილებისთვის აღნიშნულ მისამართზე გზის საკითხიც მოწესრიგდა. ცენტრალური გზიდან დასახლებამდე მიმავალი გზა კაპიტალურად შეკეთდა. ასევე, მოეწყო ბორდიური და დაიგო ასფალტის საფარი”, – განმარტავენ გამგეობაში.

მათივე ცნობით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 252 706 ლარით დაფინანსდა.