გლდანის რაიონში ხუთ მისამართზე ბავშვთა გასართობი მოედანი უკვე მოეწყო, ხუთ მისამართზე კი სამუშაოები ახლა მიმდინარეობს.
გამგეობის ინფორმაციით, გასართობი ზონები ხიზანიშვილის N57, იპოლიტე ივანოვის N12, გლდანის ა მიკრორაიონის N69, მეოთხე მიკორრაიონის N89-90-91, უწერის N9 ა კორპუსებთან მოეწყო და შესაბამისი საჭირო ინვენტარი განთავსდა.
ამასთან, მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, ბავშვთა გასართობი მოედნების მოწყობა პირველი მიკრორაიონის N16-17 და N23 ა, მუხიანის მესამე მიკრორაიონის N19-22, მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონის N42-43-44, მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N11-13-14 კორპუსების მიმდინარეობს
სამუშაოებისთვის, რომელიც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული შპს “ექსიმ მეიდმა“ განახორციელა, 65 617 ლარი დაიხარჯა.
“მიმდინარე წელს ბავშვთა გასართობი მოედნები 26 მისამართზე განთავსდა”, – აცხადებენ გამგეობაში.