ცნობილია კომპანიები, რომლებიც პირველი ნოემბრიდან ტაქსებს უფასოდ მოემსახურებიან და სალონების ქიმიურ წმენდას ჩაატარებენ

641

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

პირველი ნოემბრიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, ავტომანქანის სალონების ქიმიური წმენდის ვაუჩერით ისარგებლონ და სერვისის მისაღებად კონკრეტულ კომპანიებს მიმართონ, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა განაცხადა. 

კახა კალაძის თქმით, ტაქსის მფლობელები სერვისს შემდეგ მისამართებზე მიიღებენ: „ავტო სპა“, ბერი სალოსის გამზირის N31-ში, „დირსის“ კორპუსების მიმდებარედ და „ავტო შხაპი“, შეშელიძის N68-ში. 

“გამოქვეყნებულ კონკრეტულ მისამართებზე A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ მიბრძანდნენ  და ყოველგვარი გადასახადების გარეშე ისარგებლონ ამ სერვისით. გარდა ამისა, ვინც ისარგებლებს აღნიშნული ვაუჩერებით, მათ უფასოდ გადაეცემათ ტექნიკურ მომსახურებაზე 20%-იანი ფასდაკლების ბარათები“,- განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნული სიახლის შესახებ ინფორმაცია A კატეგორიაში ჩართულ ყველა მძღოლს sms შეტყობინებითაც ეცნობება.

დედაქალაქის მერმა ტაქსის სერვისის გამწევთა განახლებულ სტატისტიკაზეც ისაუბრა. მისი თქმით, A  კატეგორიის ტაქსების რაოდენობა ბოლო ერთ კვირაში 2000-ით გაიზარდა. 

“A კატეგორიაში მონაწილე ტაქსების რაოდენობა ყოველდღიურად  იზრდება. დღეის მდგომარეობით გაცემულია 13 000-მდე ლიცენზია. რეგისტრირებულთა რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 2000-ით გაიზარდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება. რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს. სხვა მნიშვნელოვანი ეტაპებისა და მიმართულებების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

ამასთან, თბილისის მერის თქმით. ფერის სტანდარტის დარღვევისა და ნებართვის არქონის გამო, პირველ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან.