პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე იზრდება, თუმცა გაზრდილი ჯარიმა ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მუნიციპალური ავტობუსები ჩანაცვლდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
“პარკირების ჯარიმის ამოქმედებას რაც შეეხება, ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ჩვენ ავტობუსების ჩანაცვლებას მოვახერხებთ. ეს პროექტი ჩვენ დაწყებული გვაქვს და ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, როგორც კი ჩვენ გვეყოლება ახალი თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსები, მაშინ ამოქმედდება ეს რეგულაცია. ახალია ავტობუსებით ჩანაცვლების პროცესი, შესაძლოა, წლის ბოლომდე გაგრძელდეს ან მომავალი წლის დასაწყისამდე“, – განაცხადა კახა კალაძემ.