გაზის შიდა ქსელების შემოწმება სავალდებულო გახდება, მომსახურება ფასიანი იქნება

706

გაზის შიდა ქსელებს, გაზგამანაწილებელი კომპანიების წარმომადგენლების ნაცვლად, დამოუკიდებელი აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოები შეამოწმებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საზგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

აღნიშნულ ცვლილებას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს უნდა გადაეგზავნოს.

დოკუმენტის თანახმად, კანონის მიღებისა და გამოქვეყნებისთანავე ინსპექტირების ორგანო ხდება სამშენებლო ნორმებსა და წესებთან ბუნებრივი გაზის სისტემების შესაბამისობის შეფასების განმახორციელებელი დამოუკიდებელი პირი, რომელიც რეგისტრირებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრედიტებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ და გააჩნია პასუხისმგებლობის დაზღვევა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ორგანოები გაზის შიდა ქსელების შემოწმების ვალდებულებას მთლიანად გადაიბარებენ, მათი შემოწმება წელიწადში ერთხელ იქნება სავალდებულო და ფასიანი.

სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნული ფასი იყოს რეგულირებული. სწორედ დამოუკიდებელი ორგანოს დასკვნის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას გამანაწილებელი კომპანია, უნდა გათიშოს თუ არა გაზმომარაგება კონკრეტული მომხმარებლისთვის.

“ამ ეტაპზე გაზის ქსელის შემოწმებას თავად გაზგამანაწილებელი კომპანიები ახორციელებენ, რაც არასაკმარისია, ამიტომ აუცილებელია, რომ სამომავლოდ ქსელისა და გაზის დანადგარების გამართულად მუშაობაზე დასკვნა გასცენ დამოუკიდებელმა აკრედიტებულმა ორგანოებმა, რომლებსაც არც ერთ მხარესთან არ ექნებათ ინტერესთა კონფლიქტი.

ასეთი ორგანოების ჩამოყალიბებამდე კი, სულ მცირე 2020 წლის განმავლობაში, იმოქმედებს ერთგვარი გარდამავალი პერიოდი, როდესაც შემოწმების უფლებამოსილება ექნებათ როგორც აღნიშნულ დამოუკიდებელ ორგანოებს, ისე არსებული გაზგამანაწილებელი კომპანიების ინსპექტორებს და კვალიფიციურ პირებს.

ამასთან, ინსპექტირების ორგანოს მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების, შესაბამისობის, შეუსაბამობის (დარღვევის დაფიქსირების) და შემოწმების აქტის გაცემის საფუძვლები და წესი, ასევე შესაბამისი ეტაპების ამოქმედების ვადები განისაზღვრება „ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით, რომელიც მთავრობამ უნდა მოამზადოს.

გაზის შიდა ქსელებს სამომავლოდ, გაზგამანაწილებელი კომპანიების წარმომადგენლების ნაცვლად, დამოუკიდებელი აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოები შეამოწმებენ”,- აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

აღნიშნულ ცვლილებას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს უნდა გადაეგზავნოს.