სოფელ ველისციხეში უძველესი მარანი და ქვევრები აღმოაჩინეს

1203

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში სამუშაოების დროს უძველესი მარანი, ქვევრები და მხედრული წარწერებით ბაზალტის ქვა აღმოაჩინეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სპეციალისტის, თამაზ მარკოზაშვილის თ, ქმით, აღმოჩენა მნიშვნელოვანია და მას დეტალურას შეისწავლიან.

“ველისციხეში მიწის სამუშაოების დროს, ბაზალტის მოზრდილი ქვა აღმოჩნდა, მხედრული წარწერებით. ამ ქვაზე დაშენებული იყო ძველი მარნის ერთ-ერთი კედელი. აგრეთევე, აღმოჩენილი იქნა 2 ტონამდე ტევადობის ქვევრები. გარედან ქართული აგურით მოპირკეთებული
წარწერებიანი ქვა, შესაძლოა, უცნობი პიროვნების საფლავის ქვას წარმოადგენდეს”,– განსცხადა თამაზ მარკოზაშვილმა.