დღეს თბილისის მერი საქართველოს მთავრობას გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის მეორე ეტაპს წარუდგენს,- ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად თბილისში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და კომფორტული სივრცე გაჩნდება.
“კახა კალაძე წარმოგვიდგენს ახალ გეგმას, გუდიაშვილის მოედნის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპს, რომელიც თბილისში გააჩენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან წერტილს, როგორც ტურისტულს, ასევე, ქალაქისთვის კომფორტული გარემოს და კომფორტული სივრცის შესაქმნელად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გუდიაშვილის მოედანზე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2018 წლის გაზაფხულზე პროექტ “ახალი ტფილისის“ “მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში დაიწყო.