მუხიანის მე-4 ბ მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

1168

გლდანის რაიონში, მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში, N32ა და N35ა კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, 1 600 კვ. მ ფართობზე ბავშვთა გასართობი სივრცე, თანამედროვე სტანდარტების კალათბურთის მოედანი, სარწყავი სისტემა, განათება და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა მოეწყო.

ამასთან, აღნიშნული ტერიტორია გამწვანდა და დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.

“უმოკლეს დროში სკვერთან მისასვლელი გზის მოწესრიგება დაიწყება. სამუშაოები, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა შპს “პე-ბე- მ” განახორციელა. გამგეობის ბიუჯეტიდან კი 221 813 ლარი დაიხარჯა”, – აცხადებენ გამგეობაში.