გორის სოფელ საქაშეთის მცხოვრებლები: გარეგანათება ჩვენ მოვითხოვეთ და სხვა უბანში დააყენეს

782

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის ერთ-ერთ უბანში გარეგანათების დაყენება მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხად დააყენა, თუმცა კომპანიამ სამუშაოები სხვა უბანში დააყენა. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი პედაგოგ ნათია კოკოზაშვილზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, სოფლის კრებაზე შედგენილი ოქმს სწორედ მისი უბნის მოსახლეობა აწერს.

მერიის ცნობით, “სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 2019 წელს გარეგანათება გორის მუნიციპალიტეტის 47 სოფელში მოეწყობა. პროექტით გათვალისიწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტედერი 16 იანვარს გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 882 000 ლარია.

სამუშაოები ატენში, ახალდაბაში, ახრისში, ბიისში, ბნავისში, ბობნევში, ბროწლეთში, გაგლოაანთ კარში, დიცში, ვარიანში, ზემო და ქვემო ბოშურში, ზერტში, თედოწმინდაში, თერგვისში, კარბში, კოშკაში, კოშკებში, მერეთში, ლევიტანაში, მეღვრეკისში, მუმლაანთკარში, მღებრიანში, ნაწრეტში, ოლოზში, ოთარშენში, ორმოცში, რიეთში, სვენეთში, ტინისხიდში, ტირძნისში, ტუსრებში, ფხვენისში, ქვემო შავშვებში, ქვეშში, ქიწნისში, ქორდში, არბოში, ყველაანთ უბანში, შინდისში, ციცაგიაანთკარში, წედისში, წითელუბანში, ჯარიშენში, ქერეში, გუგუტიაანათ კარსა და ზარდიაანთ კარში განხორცილედება. აღნიშნულიდან ზოგიერთ სოფელში გარეგანათების სისტემის მონტაჟი წელს პირველად დაიწყება.