გორში, ქუთაისის ქუჩის მეორე მონაკვეთის რეაბილიტაციაც დასრულდა

1204

118 794 ლარი მოხმარდა გორში, ქუთაისის ქუჩის 187 მეტრიანი მონაკვეთის (აღმაშენებლის გამზირიდან ძმები რომელაშვილების ქუჩამდე) კაპიტალურ რეაბილიტაციას.

პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

კომპანია შპს „სსსN1″ პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს სამი თვის განმავლობაში აწარმოებდა.

რამდენიმე ათეული წელია ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთს მსგავსი სახის სარებილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია.

გორის მერიის განცხადებით, რეაბილიტაციამდე მძღოლებსა და ქვეითებს ქუჩაზე გადაადგილებისას მოუწესრიგებელი გზის საფარი მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნიდა.

დასრულდა ქუთაისის ქუჩის მეორე, 187 მეტრიანი მონაკვეთის (სტალინის გამზირიდან გოგებაშვილის ქუჩამდე) რეაბილიტაციაც.