გორის მუნიციპალიტეტის 16 სკოლამდელ დაწესებულებაში სხვადასხვა მიკრობებით დაბინძურებული წყალი აღმოჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაცია სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ანგარიშიდან ირკვევა, წერს რადიო მოზაიკა.
“ჩატარდა წყლის ლაბორატორიული ანალიზი. იმის გამო, რომ 16 სოფლის საჯარო დაწესებულების წყალი აღმოჩნდა დაბინძურებული, მოხდა ამ სოფლების წყლის დეზინფექცია. ამჟამად, ეს წყალი ვარგისია გამოსაყენებლად”- განმარტავენ სააგენტოში.
როგორც ცნობილია, გარდა ამისა, რამდენიმე საბავშვო ბაღი ქალაქსა და რაიონში აღიჭურვა სავენტილაციო საშუალებებით.