დაშბაშის კანიონზე ებრაული ინვესტიციის ფარგლებში განსახორციელებელი მრავალმილიონიანი პროექტის ფარგლებში 240-მეტრიანი შუშის ხიდი, ზიპლაინი, სასტუმრო, კვების ობიექტი, მუსიკალური სივრცე და ავტოსადგომი მოეწყობა.
ეკოტურისტული ობიექტის განვითარების მიზნით, დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმსჯელეს. პროექტს კომპანია “KASS LAND-ი” განახორციელებს.
გარდა ამისა, შეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო დარგის განვითარების მიზნით, მუნიციპალიტეტებში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, უკვე შესრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს.
ამასთან, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა რეგიონში, ტურიზმის სხვადასხვა სახეობის განვითარებისა და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ფოტოს ავტორი: Georgian travel guide