გორის მერია ტროლეიბუსების ტრანსფორმატორის ძველ შენობას აუქციონზე ყიდის

700

გორის მუნიციპალიტეტის აკრებულოს ქონების მართვის კომისიის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ გორის მერია ტროლეიბუსების ტრანსფორმატორის ყოფილ შენობას 136 000 ლარად ყიდის. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

საუბარია, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე, ძველ შენობაზე, სადაც ადრე ტროლეიბუსების ტრანსფორმატორის სადგური იყო.

შენობა გასაყიდად აუქციონზე გავა.