მიმდინარე წელს გორის მერიამ კონკურსის წესით 9 თანამშრომელი აიყვანა

711

მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ  კონკურსი 8 პოზიციაზე გამოაცხადა. ყველა ვაკანსიაზე კადრების შერჩევა კონკურისისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით მოხდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

კონკურსის წესით გორის მერიამ თანამშრომლები შემდეგ პოზიციებზე აიყვანა:პირველადი სტრუქტურული ერთეულის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი – 1 საშტატო ერთეული; მეორადი სტრუქტურული ერთეულის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილე – 1 სასშტატო ერთეული; პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე ადმინისტრაციული შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილე – 1 საშტატო ერთეული.
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი – 1 საშტატო ერთეული; მეორადი სტრუქტურული ერთეულის ბუღალტერიის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 1 საშტატო ერთეული; მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილების უფროსი – 1 საშტატო ერთეული; მეორადი სტრუქტურული ერთეულის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 2 საშტატო ერთეული;  მეორადი სტრუქტურული ერთეულის მატერიალურ – ტექნიკური უზრუნველოფის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 1 საშტატო ერთეული;

ამ დროისთვის კი, გორის მერიაში კონკურსი სამ ვაკანსიაზეა გამოცხადებული.