პრემიერმინისტრმა ქუთაისში მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა გახსნა. ქარხანა გერმანლი კომპანიის “აისოლარის” ინვესტიციით მოეწყო.
“მე ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ორიენტირებული მაღალტექნოლოგიურ წარმოებებზე, ისეთ წარმოებებზე, რომელსაც აქვს საექსპორტო პოტენციალი, რომელთაც აქვთ პოტენციალი, რომ საქართველომ ადგილი დაიმკვიდროს, როგორც მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ. აღნიშნულ საწარმოში დასაქმდება 300 ადამიანი. ამასთან ერთად, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები, რომელიც დაგვეხმარება, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი პერსონალისთვის უფრო მეტი საგანმანათლებლო მოდულების დაარსება აქ, ქუთაისში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, რამდენიმე კვირაში კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი საწარმოს მშენებლობა დაიწყება საქართველოში და ეს იქნება პირველი ელექტრომობილების ქარხანა ქუთაისში.