ამბროლაურის მერია რაჭის პოპულარიზაციისთვის ახალ პროექტს იწყებს

3510

რაჭის პოპულარიზაციის გაზრდისა და შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია პროექტს -“გაიცანი რაჭა უფრო კარგად” იწყებს.

პროექტის ფარგლებში საინფორმაციო ვებგვერდის შექმნა, მცირე ტურებისა და ღონისძიებების მოწყობა, ასევე, საინტერესო ინფორმაციებისა და ფოტო/ვიდეო მასალების განთავსება იგეგმება, რაც დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს უკეთ გაიცნონ რაჭული კულტურა, ტრადიციები, სტუმარ-მასპინძლობის წესები, რაჭული სამზარეულო, საოჯახო მარნები, ისტორიულ-კულტურული ძეგლები, საინტერესო ადამიანები და სხვა.

“პროექტის მიზანია რაჭის ცნობადობის გაზრდა და თითოეული სოფლის პოპულარიზაცია, რაც გამოიწვევს დამთვალიერებელთა მეტ ინტერესს და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას”, – განმარტავენ ამბროლაურის მერიაში.