სამგორში რვა ახალი ფიტნეს ზონა მოეწყო

1080

სამგორის რაიონში რვა ახალი ფიტნეს ზონა მოეწყო. როგორც გამგეობაში განმარტავენ, თითოეულ ზონაში ათი ტრენაჟორია დამონტაჟებული.

მათივე ცნობით, ფიტნეს ზონები ვარკეთილის ზემო პლატოზე N1 კორპუსის მიმდებარედ და N9-10 კორპუსებს შორის,  ასევე, მესამე მასივის მე-7 კვარტალში, N11 კორპუსთან, მე-9 კვარტალი კორპუს N3ა-სთან და მე-4 კვარტალში N12 კორპუსთან მოეწყო. ამასთან, ახალი ფიტნეს ზონები მოსკოვის გამზირი N14-ში, კალოუბნის ქუჩის N35ა-სა და თეთრიხევის დასახლების სკვერშიც გაკეთდა.

“მიმდინარე წელს სამგორის რაიონში უკვე 13 ახალი ფიტნეს ზონა, გასულ წელს კი – 20 ფიტნეს ზონა მოეწყო”, – აცხადებენ გამგეობაში.

სამგორის რაიონში რვა ახალი ფიტნეს ზონა მოეწყო. თითოეულ ზონაში ათი ტრენაჟორია დამონტაჟებული.➡️ ვარკეთილი, ზემო პლატო,…

Posted by სამგორის რაიონის გამგეობა on პარასკევი, 03 მაისი, 2019