ამბროლაურში წყალარინების ახალი სისტემა მოეწყობა

1353

ქალაქ ამბროლაურში საკანალიზაციო ქსელის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს, – ამის შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 1 947 885 ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2019 წლის ბოლოს იგეგმება.

“პროექტი მდინარე რიონისა და მდინარე კრიხულას სანაპიროებზე 7 სხვადასხვა სიმძლავრის კოლექტორის მოწყობას ითვალისწინებს. მიმდინარე სამუშაოები, ეტაპობრივად სხვადასხვა ქუჩაზე ხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქში სრულად მოწესრიგებული საკანალიზაციო სისტემა იქნება, რომლითაც ქალაქ ამბროლაურში მცხოვრები ყველა ოჯახი ისარგებლებს“ , – ამბობენ მუნიციპალიტეტის მერიაში.