კალაძე: ავტოსაგზაო შემთხვევების კუთხით, ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა

1167

წინა სტატია

დარწმუნებული ვარ, ამ პროექტით ჩვენ შევძლებთ, რომ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ ღირსებულად და მეტი ადამიანი გადავარჩინოთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის სამოქმედო გეგმისა და სოციალური კამპანიის “მეტი სიცოცხლისთვის“ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევების კუთხით ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა.

“ძალიან მძიმეა არსებული მდგომარეობა ამ მიმართულებით, ჩვენ სტატისტიკაც ვნახეთ და თუ ამ ყველაფერში არ იქნა ერთიანი ძალისხმევა მიმართული, მხოლოდ ერთი უწყება, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს ამ პრობლემის მოგვარებას. მნიშვნელოვანია, ასევე საზოგადოების აქტიური ჩართულობა. ქვეყანაში სერიოზული გამოწვევა და პრობლემა დგას, სამწუხაროდ, უამრავი ადამიანი იღუპება და ყველაზე მთავარი და ძვირფასი ჩვენთვის სიცოცხლეა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. მთელ ქვეყანაში ასეთი ტიპის ღონისძიებები გატარებულია და საკამოდ კარგი შედეგებიც აქვს. დარწმუნებული ვარ, ამ პროექტით ჩვენ შევძლებთ იმას, რომ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ ღირსებულად და მეტი ადამიანი გადავარჩინოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მეტი სიცოცხლისთვის,” – განაცხადა კახა კალაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, 2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 459 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ბოლო 10 წელში ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად საქართველოში 6 608 ადამიანი გარდაიცვალა და 85 946 ადამიანმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ამობრუნებული ავტომობილების ინსტალაციები შსს-ს კამპანია აღმოჩნდა.