წაღვერის წყლის მილიონნახევრიანი პროექტი დასრულდა, თუმცა მილებიდან წყალი ჟონავს

732

ბორჯომი-წაღვერი-ტიმოთეს უბნის შიდა ქსელის რეაბილიტაციისთვის 1 836 000 ლარი დაიხარჯა, თუმცა ვიდრე წყალმომარაგების კომპანია პროექტს ჩაიბარებდა, მილებიდან წყალმა გაჟონა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

მილებიდან წყლის გაჟონვის გამო ბორჯომი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის წინ, იტბორება.

“გაერთიანეეს პროექტი არ ჩაგვიბარებია ჯერ, თუ სათანადოდ არ შეასრულებენ პროექტს, ბუნებრივია არ ჩავიბარებთ“, – ამბობს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელი ბესიკ ფილაური.

სამუშაოებს წყალმომარაგების კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ბილდ ინდუსტრი“ აწარმოებს. კომპანიამ პროექტის ფარგლებში ჯამში ხუთ კილომეტრამდე სხვადასხვა დიამეტრის მქონე მილი შეცვალა.