რიჟვაძე: ბათუმში შეჩერებული მშენებლობები განახლდება (ვიდეო)

822

აჭარის მთავრობის თავმჯდმარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ინვესტორებთან ახალი შეთანხმებას მიაღწიეს და ქალაქში შეჩერებული მშენებლობები განახლდება. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

ამასთან, მისივე თქმით, ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე “ბაბილონ თაუერის“ მშენებლობაც, სავარაუდოდ, წელს დასრულდება და იგი 168 ნომრიანი მულტიფუნქციური კომპლექსი იქნება.

გარდა ამისა, რეგიონში გაჩერებული საინვესტიციო პროექტის გაგრძელების მიზნით, საბანკო გარანტია, დაახლოებით, 40-მა კომპანიამ წარადგინა. ხოლო, რიჟვაძის გადაწქყვეტილებით, მათ ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ  დავალიანებები ჩამოეწერებათ.