ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებში ქარსაფარი ზოლები გაშენდა

1018

ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის, 25 კმ-იანი ქარსაფარი ზოლების გაშენება დასრულდა. პროექტი საქართველოში მიწის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების – ქარსაფარი ზოლების აღდგენისა და გაშენებასთან დაკავშირებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტს 514 ბენეფიციარი ჰყავდა, მათ შორის 120 ქალი-ფერმერი. სამინისტროს ცნობით, დაირგო 40 000-ზე მეტი ხე-მცენარე, რომელთაგან 20 000 ნერგი ფოტოდეგრადირებადი პლასტიკური ტუბით არის დაცული (საერთო ჯამში, 1 327,8 ჰექტარი). ასევე, მოეწყო 2 მცირე ზომის სანერგე მეურნეობა ქალი ფერმერებისთვის, სადაც დაინერგა კონტეინერული წესით ნერგების გამოყვანა.

ქარსაფარი ზოლების მიმდებარედ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა იზრდება, ნიადაგის ეროზია კი მცირდება.