პარლამენტი თვითმმართველი ქალაქებისა და თემების ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბების ინიციატივაზე მსჯელობს

662

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, მთავრობის წინადადებაზე მსჯელობს, რომელიც 2014 წელს გაყოფილი შვიდი თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის გაერთიანებას და მათ ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

საკითხი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახა გულედანმა წარადგინა.

მისი განცხადებით, ტერიტორიული ოპტიმიზაციის შედეგად დაიზოგება და გამოთავისუფლდება თანხები, რომელიც რეგიონულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიიმართება.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ცვლილებების შედეგად მუნიციპალიტეტებს მეტი რესურსით და მეტი სერვისით სარგებლობის საშუალება მიეცემათ, რაც დეცენტრალიზაციის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

მთავრობის წარმომადგენლის შეფასებით, თვითმმართველი ქალაქებისა და თემების გაყოფამ არ გაამართლა, მუნიციპალიტეტების გაყოფის შედეგად არ გაზრდილა მათი საკუთარი შემოსავლები, გაორმაგდა ადმინისტრაციული ხარჯები, ხოლო შემცირდა კაპიტალური ხარჯების მოცულობა.

წყარო: ინტერპრესნიუსი