დიდ დიღომში პეტრიწის N5ა კორპუსის მიმდებარედ სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.
როგორც საბურთალოს რაიონის გამგეობაში განმარტავენ, დასასვენებელ სივრცეში ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის ატრაქციონები, სავალი ბილიკები და საჩრდილობელი მოეწყობა. ასევე, მათი თქმით, სკვერში ყველა შესაბამისი ინვენტარი განთავსდება და გამწვანების ზოლებში რულონური ბალახის საფარი დაიგება. ამასთან, სკვერში გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდება, კერძოდ, დაირგვება ხეები და ბუჩქები.
აღნიშნული პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 145 248 ლარით დაფინანსდა.