ქუთაისის მერია ქალაქის მასშტაბით ტროტუარებზე უკანონო პარკირებას გააკონტროლებს.
როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, პირველ ეტაპზე ყველა ფაქტს ზედამხედველობის სამსახური გამოვლენს. რის შემდეგაც ავტომობილების მფლობელები გაფრთხილების წერილს მიიღებენ, ხოლო განმეორების შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებები.
“ტროტუარზე პარკირება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაა, რის გამოც, მერიის შესაბამის სამსახურს გააჩნია უფლებამოსილება, მოახდინოს რეაგირება, კერძოდ, დააჯარიმოს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე”, – ამბობენ მერიაში.