სადისტრიბუციო მანქანებმა, შესაძლოა, მხოლოდ კონკრეტულ საათებში იმოძრაონ

662

წინა სტატია

თბილისის მერმა კახა კალაძემ და მერის მოადგილეებმა ფეისბუქ ლაივის საშუალებით 19 თებერვალს პირველი “ვიდეო დიალოგი” მოაწყვეს, სადაც მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. ვიდეო დიალოგისას მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა, რომ სადისტრიბუციო მანქანებმა, შესაძლოა, მხოლოდ კონკრეტულ საათებში იმოძრაონ.

“კანონპროექტი უკვე მიღებულია პარლამენტის მიერ და პრაქტიკულად, ბიზნესთან მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე ვართ. ვფიქრობთ, ზაფხულიდან, მას შემდეგ, რაც კომპანია “სისტრას” მიერ ტრანსპორტის სამარშრუტო სქემები იქნება წარმოდგენილი, მოსახლეობას სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის კონკრეტულ გრაფიკს შევთავაზებთ. ამასთან, ვფიქრობთ, რომ დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადაადგილების გრაფიკიც შევთავაზოთ საზოგადოებას. ამ საკითხს ფრთხილად ვეკიდებით და ვფიქრობთ, რომ ზაფხულის მერე უკვე მზად ვიქნებით, რომ ეს სქემა ავამუშაოთ“, – აღნიშნა ბითაძემ.