ქუთაისის ისტორიული ნაწილი UNESCO-მ, შესაძლოა, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადოს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა.
ანთიძის თქმით, გათხრები 2016 წელს დაიწყო და ქალაქის განვითარების ეტაპების შესწავლას ითვალისწინებს. დასკვნების საფუძველზე კი ქუთაისის ცენტრალურ ისტორიულ ნაწილს UNESCO-ს წარუდგენენ, რათა მას ისტორიული ძეგლის სტატუსი მიენიჭოს.
“ძეგლად გამოცხადდება უქიმერიონი და მიმდებარე ისტორიული ნაწილი თავისი არქიტექტურითა და ისტორიით. ჩვენ პოლონელ კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ რომ სწორად მივაწოდოთ პროექტი UNESCO-ს”,- განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.