გორის მუნიციპალიტეტის მერია 2 ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსს აცხადებს. მერია კონკურსით სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეს შეარჩევს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე უნდა გაიარონ.
მსურველებს აპლიკაციების წარდგენა 2019 წლის 13 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ორივე პოზიცია ვაკანტური იანვარში გახდა – სამსახურის ყოფილმა უფროსმა ზურაბ ჯალაღანიამ და მისმა მოადგილე ნონა ლურსმანაშვილმა თანამდებობები პირადი განცხადებების საფუძველზე დატოვეს.