გორის გაზმომარაგების კომპანია საჯარო დაწესებულებებში ბუნებრივი აირის მოწყობილობებს შეამოწმებს. ამის შესახებ “სოკარ ჯორჯიას” წარმომადგენლებმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შეხვედრაზე გადაწყვიტეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეხვედრის მიზანი ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოების ნორმების გაძლიერება და შესაძლო რისკების შემცირება იყო. მათი ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში, სკოლებში, სამედიცინო, კულტურულ და სპორტულ დაწესებულებებში განთავსებულ გამათბობლებს შეამოწმებენ. ამასთან, შემოწმება ეტაპობრივად განხორციელდება სხვა ობიექტებშიც.
“ბუნებრივი აირი მოხმარების უსაფრთხო გამოყენება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ჩვენს ქვეყანაში, ეს ნათლად დაგვანახა ბოლო პერიოდში მომხდარმა შემთხვევებმაც. ვფიქრობთ, დროული პრევენცია თავიდან აგვარიდებს რიგ საშიშროებებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის უსაფრთხოება”, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულები ,,სოკარ ჯორჯიას" წარმომადგენლებს შეხვდნენ
შიდა ქართლის საბავშვო ბაღებში, სკოლებში, სამედიცინო და სხვა დაწესებულებებში ბუნებრივი აირის მოწყობილობები შემოწმდება
Posted by შიდა ქართლის მხარე on სამშაბათი, 05 თებერვალი, 2019