კალაძე: რეგულაციები გამკაცრდება და გამათბობლებს სერტიფიცირებული კომპანიები დაამონტაჟებენ

881

თბილისის მერის კახა კალაძის განაცხადებით, რეგულაციები გამკაცრდება და გამათბობლებს სერტიფიცირებული კომპანიები დაამონტაჟებენ.

“რამდენიმე დღის წინ მერიაში შევხვდი მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელს, ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენელს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს. მოვისმინეთ, რა ცვლილებებს აპირებენ ამ მიმართულებით, როგორ აპირებენ რეგულაციების გამკაცრებას, რადგან ყველა ვხედავთ, რომ ამის აუცილებლობა არის. არსებობს შემთხვევები, როდესაც კომპანიის დაუდევრობით ხდება და არის შემთხვევები, როდესაც მცხოვრებლების მხრიდან აქვს ადგილი გარკვეულ დაუდევრობებს. გარე წვის გამათბობლები ზოგადად აკრძალულია და კატეგორიულად არ შეიძლება დახურულ სივრცეში მათი დამონტაჟება, მით უმეტეს – კუსტარულად.

რაც შეეხება რეგულაციების გამკაცრებას, საუბარი იყო, რომ აპირებენ, შემოიღონ დეტექტორები, რომლებიც აუცილებელია და ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. მერიასაც შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტში, რათა ადამიანებს შევუმსუბუქოთ ამ მიმართულებით გადასახადები. ასევე, საუბარი იყო, რომ წითელ ხაზებს შიგნით იყოს ლიცენზირებული, სერტიფიცირებული კომპანიები, რომლებიც დაამონტაჟებენ იმ გამათბობელს, რომელსაც აბონენტი შეიძენს“, – განაცხადა კალაძემ.