2020 წელს საქართველოში ქარის ხუთი ელექტროსადგური ამოქმედდება

682

ეკონომიკისა და მდგრადგი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ  ეკონომიკურ კონფერენციაზე “საქართველო და მსოფლიო 2019 წელს” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2020 წელს საქართველოში 270 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის 5 ახალი ელექტროსადგური ამოქმედდება.

“ჩვენ ჩავატარეთ კვლევები ქარის ენერგიის პოტენციალის შესასწავლად, რომლის თანახმადაც საქართველოს ელექტროსისტემას აქვს ქარის ინტეგრირების ფიქსირებული შესაძლებლობები, რომელიც იზრდება დროთა განმავლობაში“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ტექნოლოგიების განვითარება ქარის სადგურების მიერ გამომუშავებული თვითღირებულების შემცირებას იწვევს, რაც აღნიშნულ მიმართულებას ინვესტირებისთვის მიმზიდველს ხდის.

სამინისტროს ინფორმაციით, განახლებადი ენერგიების ქსელთან ინტეგრირების კვლევის თანახმად, ქარის ენერგეტიკიდან საქართველოს 2020 წლისთვის 332 მგვტ, 2025 წლისთვის – 665 მგვტ, ხოლო 2030 წლისთვის – 1330 მგვტ დადგმული სიმძლავრე შეუძლია მიიღოს.