სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა (ვიდეო)

1252

სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი ოთხკილომეტრიანი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა.

სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც, რეაბილიტაცია ორ ავარიულ ხიდს ჩაუტარდა და ასფალტის საფარი ჯამში, 25 000 კვადრატულ მეტრზე დაიგო, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა აწარმოა.

როგორც მერიაში აცხადებენ. კახეთის გზატკეცილიდან ნასაგურამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. სამუშაოების დასრულებამდე, ადგილობრივი მოსახლეობის შეუფერხებლად გადაადგილებისთვის ალტერნატიული, დროებითი – 2.5 კმ სიგრძის გზა მოეწყო.

“აღნიშნული პროექტი სოფელ ნასაგურში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად განვახორციელეთ. კახეთის გზატკეცილიდან ნასაგურამდე, სადაც გადაადგილების თვალსაზრისით, ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, გზის საფარს რეაბილიტაცია, დაახლოებით, ოთხ კილომეტრზე ჩაუტარდა. სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა და მოეწყო სანიაღვრე ქსელი. ასევე, კეთილმოეწყო ორი ხიდი. სოფელში, დაახლოებით, 400 ოჯახი ცხოვრობს. დღეიდან ისინი უკვე კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ. სამგორის რაიონში არსებობს ნაგავსაყრელის პრობლემაც, რომელზეც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად ვმუშაობთ. მომავალი წლიდან უკვე ამ პროექტის განხორციელებას დავიწყებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი ოთხკილომეტრიანი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა.სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც, რეაბილიტაცია ორ ავარიულ ხიდს ჩაუტარდა და ასფალტის საფარი ჯამში, 25 000 კვადრატულ მეტრზე დაიგო, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა აწარმოა.იხილეთ ვრცლად : http://tbilisi.gov.ge/news/6621

Posted by თბილისის მერია / Tbilisi City Hall on ოთხშაბათი, 19 დეკემბერი, 2018